სიყვარული ოფიციალურად - მარტივად

საქართველო ბევრი რამითაა განსაკუთრებული: ათასწლოვანი ისტორია, უძველესი ტაძრები, ზღაპრული ლანდშაპტები, შეუდარებელი გასტრონომია, გულითადი სტუმართმოყვარეობა… ამ ყველაფერთან ერთად აქ ბიუროკრატია მინიმალურამდეა დაყვანილი. სწორედ ამიტომ ყოველწლიურად უამრავი წყვილი ქორწინების (თუ განქორწინების) დასაკანონებლად ჩამოდის.

ალიონი თრეველი უკვე მრავალი წელია ამ მიმართულებით ეხმარება აქ ჩამოსულ წყვილებს. ჩვენი მიზანია რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენთვის დაცლილი იყოს სტრესისგან, გაუთვალისწინებელი შეცდომებისა და იმედგაცრუებისგან.

თუ ოფიციალურ ქორწინებასთან ერთად, პატარა ან იქნებ სულაც გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალსაც გადაწყვეტთ, არც ამაზაე დაგწყვეტთ გულს; ჩვენი წარმომადგენელი თქვენთან ერთად, თქვენი ყველა სურვილის გათვალისწინებით დაუვიწყარი მოგონების შექმნაში დაგეხმარებათ.

ერთი სიტყვით, თქვენ მხოლოდ პასპორტი და “დიახ” წამოიღეთ, დანარჩენზე ჩვენ ვზრუნავთ!

ამბავი, რომელიც ერთად შევქმენით

ჩვენი შეფასებები

მარადიული სიყვარული საქართველოში იწყება

საქართველოში გაცემული ქორწინების მოწმობა ვალიდურია 1961 წლის ჰააგის აპოსტილის კონვენციის ყველა, 117 წევრ ქვეყანაში.

ეს ნიშნავს, რომ თქვენს სამშობლოში მას არ სჭირდება დამატებითი აღიარება.