საქართველოში მოგზაურობა ახლა უფრო მარტივია! 2025 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით ევროპის ქალაქებიდან რამდენიმე ახალი პირდაპირი რეგულარული ფრენა დაინიშნა.
British Airways კვირაში 4-ჯერ ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ფრენებს ლონდონი–თბილისი–ლონდონის მარშრუტზე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მგზავრობის კომფორტს ორ დედაქალაქს შორის. გარდა პირდაპირი კავშირისა, British Airways-ის პარტნიორობა American Airlines-თან მგზავრებს საშუალებას აძლევს, ლონდონის გავლით დაუკავშირდნენ შეერთებული შტატების სხვადასხვა მიმართულებებს.
EasyJet-მა აამოქმედა ახალი მარშრუტები, რომლებიც თბილისს ლონდონის ლუტონთან, ჟენევასა და მილანთან აკავშირებს. ფრენები კვირაში ორჯერ სრულდება და მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლის უფრო მეტ დაბალბიუჯეტიან (Low-cost) ვარიანტს სთავაზობს.
Edelweiss Air-მა პირდაპირი ფრენები ციურიხიდან დაიწყო, რომელიც კვირაში ორჯერ, ოქტომბრის ბოლომდე იფრენს. ეს შესანიშნავი ვარიანტია შვეიცარიელი მოგზაურებისთვის, რომლებიც ახალ მიმართულებას ეძებენ.
ამასობაში, Transavia France-მა პარიზიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი სერვისი დაიწყო, კვირაში 3 ფრენით, რაც ფრანგი მოგზაურებისთვის საქართველოს დათვალიერებას კიდევ უფრო აადვილებს.
ახალი პირდაპირი ფრენების წყალობით, საქართველოში ჩამოსვლა უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე — ახლა იდეალური დროა თქვენი შემდეგი თავგადასავლის დასაგეგმად!
