საქართველო მომაჯადოებელი ბუნებით დაჯილდოებული ქვეყანაა. ის უდავოდ გამოირჩევა ბუნებრივი ლანდშაფტების წარმოუდგენელი მრავალფეროვნებით. აქ ბევრი რამ მისტიკური და ზღაპრულად ლამაზია. დიდი კავკასიონით ცნობილ საქართველოს ველური ბუნების მოყვარულთათვის მრავალი საინტერესო მარშრუტი აქვს. მთის ყვავილების ინტენსიური ფერების, მწვანე ფერდობებისა და თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტი ბუნებრივი სილამაზის საუკეთესო ნაზავია. მრავალ იშვიათ და ენდემურ მცენარეს ვხვდებით საქართველოს მთიან რეგიონებში და სხვადასხვა ქალაქის ბოტანიკურ ბაღებში.
ვიწყებთ თბილისის ღირსშესანიშნაობების ტურს. ფეხით გავისეირნებთ ქალაქის ისტორიულ ნაწილში და დავტკბებით კულტურათა უნიკალური შერწყმით.ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას შეგვხვდება სხვადასხვა რელიგიური ნაგებობები: ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთები, მე-19 საუკუნეში აშენებული ხის სახლები ფერადი აივნებით, გოგირდის აბანოები, ნარიყალას ციხე.შუადღეს ვეწვევით თბილისის ბოტანიკურ ბაღს. აქ ვნახავთ სხვადასხვა ვარდების კოლექციას, იასამნისა და წიწვოვანების კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში დამალულ ხიდებს და შადრევნებს.ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექციები. ასევე, არის საქართველოსა და მთელი კავკასიის უნიკალური მცენარეების ნაკვეთები, ტროპიკული სათბური და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები: (მცენარეთა კონსერვაციის განყოფილება): Paeonia caucasica, P.cartalinica, P. lagodechiana, P. tenuifolia, P. witmaniana, P. mlokosewitschii, L.steveniana. Iris iberica, Juno caucasica, Tulipa eichleri, T. biebersteiniana, Taxus baccata, Scabiosa georgica, Andrachne colchica, Hedera pastuchowii, Staphyllea colchica.
დღე 2: თბილისი- მცხეთა - სტეფანწმინდა
დილით ადრე გავემგზავრებით საქართველოს დასავლეთ ნაწილისკენ. ვეწვევით მცხეთას, რომელიც საქართველოს უძველესი დედაქალაქი და რელიგიური ცენტრია.აქ მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: VI საუკუნეში აგებულ ჯვრის მონასტერს და ულამაზეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს. ჯვრის მონასტრიდან იშლება ქალაქის საოცარი პანორამული ხედი, ორი მდინარის: მტკვრისა და არაგვის შესართავთან.მოგვიანებით, ვეწვევით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, რომელიც საქართველოს უდიდესი ისტორიული ნაგებობაა და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.შუადღეს სამხედრო გზას გავუყვებით სტეფანწმინდისკენ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მარშრუტია.კავკასიონის ულამაზეს მთებში მოგზაურობისას დავტკბებით რეგიონის მშვენიერი პანორამული ხედებით.გზად ვეწვევით ანანურის კომპლექსს.
დღე 3: სტეფანწმინდა- გერგეთი- გველეთის ჩანჩქერი - სტეფანწმინდა
ვიწყებთ ფეხით სვლას სტეფანწმინდიდან ულამაზესი ხეობებისა და ტყის გავლით გერგეტის სამების ეკლესიისკენ (ფეხით სავალი მანძილი: 1.5 სთ).გერგეთზე ტრეკინგის დროს შეგვიძლია ვიხილოთ შემდეგი მცენარეები: Primula algida, Swertia iberica, Daphne glomerata, Macrotomia echioides,Pulsatilla violacea (in fruit), Gentiana angulosa, G. jimilensis, Gentianella caucasea, Minuartia ssp., Vaccinium vitis-idea, Vaccinium myrtyllus, Betula raddeana, Scabiosa caucasica, Geranium ssp., Campanula bellidifolia.შუადღეს გავემგზავრებით დარიალის ხეობაში. გველეთის ჩანჩქერის მიდამოებში შეგვიძლია ვნახოთ სხვა სახის ყვავილები: Saxifraga cartilaginea, Saxifraga juniperifolia, Draba bryoides, Silene pygmaea, S. linariifolia, Linaria meyeri, Heracleum sosnowskyi, Campanula darialica, Campanula paradoxa, Juniperus ssp, Polemonium caucasicum, Lilium gerogicum, Campanula petrophila, Pseudorosularia pilosa caucasicum, Lilium gerogicum, Campanula petrophila, Pseudorosularia pilosa.შენიშვნა: მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მანქანით ასვლა.
დღე 4: სტეფანწმინდა- ჯუთა- სტეფანწმინდა
დილით გავემგზავრებით ჯუთაში.შემდეგ, გავაგრძელებთ ფეხით სვლას ჭაუხებისკენ და დავტკბებით მთების პანორამული ხედებით. ტრეკინგის დროს შეგვხვდება შემდეგი ტიპის ყვავილები: Iris colchica, Sobolewskia caucasica, Dactylorhiza euxina, Lilium georgicum, Primula algida, P. amoena, Silena lacera, S. saxatilis, S. linearifolia, Geranium ssp., Vicia purpurea, Trifolium ssp., Rosa oxyodon, Sempervivum caucasicum, Linum hypericifolium, Pyrethrum carneum, Centaurea cheiranthifolia, C. salicifolia, Anthemis marshalliana, Saxifraga ssp., Campanula ssp., Rhododdendron caucasicum, Draba bryoides, Inula orientalis, Pulsatilla violacea, Papaver fugax, Pedicularis condesata, Polygala transcaucasica, Echium russicum, Swertia iberica, Scabiosa caucasica, Minuartia ssp.
დღე 5: გამგზავრება
საუზმის შემდეგ, ვიწყებთ დაბრუნების მოგზაურობას სტეფანწმინდიდან თბილისში მანქანით, კვლავ თვალწარმტაცი საქართველოს სამხედრო გზის გავლით. გზად გექნებათ საშუალება დატკბეთ მთის თვალწარმტაცი პეიზაჟებით, მდინარის ხეობებითა და ისტორიული ადგილებით, რომლებსაც გავივლით. თბილისში ჩასვლისთანავე, ჩვენი ტური მთავრდება თბილი მოგონებებითა და საქართველოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.