საქართველოს შესახებ

საქართველო — საოცრებათა ქვეყანა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში — ქვეყანაში, სადაც ევროპა აზიას ხვდება, უძველესი ტრადიციები თანამედროვე ცხოვრებას ერწყმის, და სადაც შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მწვერვალებამდე თვალწარმტაცი პეიზაჟები იშლება.

საქართველო ხშირად მოიხსენიება როგორც “ღვინის აკვანი”. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია, რომლის ტრადიცია 8,000 წელზე მეტს ითვლის. დედაქალაქი თბილისი კი ცნობილია თავისი თბილი მასპინძლობით, ფერადი ძველი უბნით და აქტიური კულტურული ცხოვრებით.

მართალია  საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა, შთაბეჭდილებების წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას გთავაზობთ. სტუმრებს შეუძლიათ ნახონ სვანეთის შუა საუკუნეების კოშკები, დაისვენონ აჭარის სუბტროპიკულ სანაპიროებზე, სალაშქროდ წავიდნენ ულამაზეს ხეობებსა და მაღალ მწვერვალებზე ყაზბეგში, ან აღმოაჩინონ უძველესი გამოქვაბული ქალაქები უფლისციხესა და ვარძიაში.

ქართული სამზარეულო კიდევ ერთი გამორჩეული მხარეა, რომელიც მდიდარია უნიკალური გემოებით, როგორიცაა ხაჭაპური (ყველით სავსე პური), ხინკალი და არომატული სანელებლები. შეუხამეთ ეს კერძები მსოფლიოში ცნობილ ქართულ ღვინოებს და დატკბით ადგილობრივი ტრადიციის ნამდვილი გემოთი.

მაგრამ ისტორიის, კულტურისა და პეიზაჟების მიღმა, საქართველოს ხალხი ხდის დაუვიწყარს. ქართველები ცნობილნი არიან თავიანთი კეთილშობილებითა და სტუმართმოყვარეობით, თითოეულ სტუმარს ისე ხვდებიან როგორც მეგობარს.

რასაც არ უნდა ეძებდეთ, თავგადასავალს, კულტურას, დასვენებას თუ კულინარიულ სიამოვნებას, საქართველო დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ.

საჭირო ინფორმაცია

სავიზო მოთხოვნები

მრავალი ქვეყნის (ჯამში 90-ზე მეტი) მოქალაქეს შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ქვეყანაში 360 დღემდე (ერთი წელი) დარჩენა.

თუ თქვენი ქვეყანა ამ სიაშია, საქართველოში ვიზიტისთის მხოლოდ მოქმედი პასპორტი (ზოგიერთი ევროკავშირის მოქალაქისთვის ID ბარათიც) დაგჭირდებათ.

ქვეყნების სია შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ ღილაკზე დაჭერით

ოფიციალური ვალუტა

საქართველოში ოფიციალური ვალუტა არის ქართული ლარი, რომელიც ჩვეულებრივ შემოკლებით აღინიშნება როგორც GEL.

ერთი ლარი იყოფა 100 თეთრად.

მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები: 5, 10, 20, 50, 100, 200 GEL.

მონეტები: ფრაქციული მონეტები (თეთრები): 5, 10, 20 და 50 თეთრი. მთლიანი ლარის მონეტები: 1 და 2 GEL მონეტები.

კლიმატი

საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატი აქვს. დასავლეთი ძირითადად სუბტროპიკულია, შავი ზღვის გავლენით, ხოლო აღმოსავლეთი უფრო ზომიერია.

დაბლობში ზამთარი თბილია, მთაში კი ცივი, სადაც თოვლი გვიან გაზაფხულამდეა. ზაფხული მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილი და მზიანია, საშუალო ტემპერატურა 23–26 °C-ის ფარგლებშია. ეს მრავალფეროვნება საქართველოს ხდის მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველ მიმართულებად, სადაც შესაძლებელია როგორც სანაპიროზე დასვენება, ისე მთის თავგადასავლები და ახალი ადგილობრივი პროდუქტებით დატკბობა.