ავთენტური გასტრონომიული ტური საქართველოში

Loading available options...

ტურის მიმოხილვა

  • ხანგრძლივობა:14 hours 0 minutes
  • სტუმრები:5 სტუმარი
გემო მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც მრავალ სხვა საგანძურთან ერთად, გამორჩეული სამზარეულოთი შეუძლია დაიკვეხნოს. გასტრონომიული მოგზაურობა საქართველოში საუკეთესო არჩევანია კულინარიის მოყვარულთათვის, რათა აღმოაჩინონ მრავალფეროვანი და ახალი გემოები. ამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ხიბლი მისი სამზარეულოა. ის რეგიონების მიხედვით განსხვავდება. სწორედ სხვადასხვა მხარის უნიკალური გემოები ხდის ქართულ გასტრონომიას განსაკუთრებულს.

საქართველოში კულინარიული მოგზაურობა გთავაზობთ ფერად ქართულ კერძებს, რომლებიც მზადდება მდიდარი, არომატული სანელებლებითა და მწვანილებით, და ადვილად იპყრობს საკვების მოყვარულთა გულებს. ავთენტური ქართული სამზარეულო ჰარმონიულად ერწყმის უნიკალურ ღვინოებს და საქართველოს კულინარიულ ექსპედიციას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.
მეტის წაკითხვა

მნიშვნელოვანი

  • ეწვიეთ ადგილს, სადაც ხაჭაპური მზადდება. ხაჭაპური სწორედ ის არის, რაც პირველ რიგში გვახსენდება, როდესაც ავთენტურ ქართულ სამზარეულოს ვახსენებთ.
  • ხინკალი საქართველოში არა მხოლოდ გემრიელი კერძია, არამედ რიტუალური ტრადიცია. მსგავსი კერძის ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია შესაძლებელი, მაგრამ ყაზბეგში მომზადების განსაკუთრებული წესი ხინკალს სპეციფიკურ გემოსა და არომატს აძლევს.
  • ქართველ მასპინძელთან ერთად მოვამზადებთ სხვადასხვა სახის ფხალს (ბადრიჯნის, ისპანახისა და ჭარხლის ასორტი ნიგვზით). ნიგვზითა და სხვადასხვა სანელებლებით შეზავებული ბოსტნეული ნამდვილ ქართულ გემოს ქმნის, რომელიც ყველა სხვა გემოსგან განსხვავებულია.

ტური მოიცავს / არ მოიცავს

  • ტრანსპორტირება თბილისიდან კონდიცირებული მანქანით (ორმხრივი)
  • ტურის გიდი
  • ვიზიტი მცხეთა - გუდაურში
  • ქართული კერძების მასტერკლასი
  • გემრიელი ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
  • ასდ

გაუქმების პირობები:

სრული თანხის დაბრუნების მიზნით, შეგიძლიათ გააუქმოთ დაჯავშნა გამოცდილებამდე 24 საათით ადრე.

შეკრება

შეკრების ადგილზე მისვლა

ტურის დასაწყისი - დილა

ჩამოსვლა ტურის დაწყების ადგილას.დილით ვეწვევით თბილისის აგრარულ ბაზარს. საქართველოს რეგიონებიდან ჩამოტანილი სხვადასხვა პროდუქტი საგულდაგულოდ არის გამოფენილი დახლებსა და თაროებზე: სეზონური მწიფე ხილი, ჯანსაღი ბოსტნეული, ფერადი სანელებლები, მრავალფეროვანი ყველი, ახალი ხორცი, თხილი და ნიგოზი. ჩვენი მასპინძელი ახალგაზრდა დიასახლისია.შუადღეს ვეწვევით უძველეს ქალაქ მცხეთას, სადაც მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: VI საუკუნეში აგებულ ჯვრის მონასტერს და ულამაზეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.ჯვრის მონასტრიდან იშლება ქალაქის საოცარი პანორამული ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავთან.მოგვიანებით, ვეწვევით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, რომელიც დარჩენილთა შორის საქართველოს უდიდესი ისტორიული ნაგებობაა და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.შემდეგ, ცნობილი საქართველოს სამხედრო გზით გავემგზავრებით გუდაურისკენ.საღამოს გუდაურში გაიმართება ყველა მასტერკლასი და დეგუსტაცია.

შუადღე

შუადღეს ვეწვევით უძველეს ქალაქ მცხეთას, სადაც მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: VI საუკუნეში აგებულ ჯვრის მონასტერს და ულამაზეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.ჯვრის მონასტრიდან იშლება ქალაქის საოცარი პანორამული ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავთან.

Evening

საღამოს გუდაურში გაიმართება ყველა მასტერკლასი და დეგუსტაცია.

ღამე

დაბრუნება თბილისში, ტრანსფერი სასტუმროში და გამგზავრება.

ტურის რუკა

Open in Google Maps

Frequently asked questions

როდის შემიძლია დავჯაშნო?

ტესტ
ფასი:$ 120.00 $ 100.00 /ჯგუფი
-17%
Date
1
Mon
Tue
Wed
Thu
Fri
Sat
Sun
2
Mon
Tue
Wed
Thu
Fri
Sat
Sun
Guest
Traveler
-+

Please select guests

Apply
Make enquiry

მსგავსი ტურები